BIAFF 2020 – ახალი სექცია „COVIDEO” – იზოლაციის პირობებში დანახული სამყარო

ბათუმის საავტორო კინოს  XV საერთაშორისო ფესტივალი  2020 წლის 13-20 სექტემბერს არის დაგეგმილია. კინოფესტივალის ორგანიზატორია  ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი – ქ. ბათუმის მერია.

კინოფესტივალი აანონსებს სპეციალურ სექციას -„COVIDEO“-ს – იზოლაციაში მყოფი დამწყები, თუ პროფესიონალი რეჟისორებისთვის და კინოგადაღებით დაინტერესებული მოყვარულებისთვის და აცხადებს მოკლემეტრაჟიანი ფილმების მიღებას.

”კორონავირუსის პანდემიდან გამოწვეულმა იზოლაციამ ცვლილებები შეიტანა ყოფიერებაში და მნიშვნელოვნად შეცვალა ჩვენი გეგმები, თუმცა ყოველივე ამას აქვს ნათელი მხარეც – ეს პერიოდი, საკმაოდ საინტერესო შეიძლება იყოს მხატვრული ინსპირაციისთვის.”

მოკლემეტრაჟიანი ფილმების მიღება „COVIDEO“ სექციაში უკვე დაიწყო.

ამ სექციისთვის, ფესტივალის მენეჯმენტის მიერ შერჩეული იქნება 20 მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც წარმოდგენილი იქნება BIAFF 2020-ის სპეციალურ საკონკურსო სექციაში -„COVIDEO“.

ფილმები ნაჩვენები იქნება კინოფესტივალის პერიოდში დიდ ეკრანზე და რამდენიმე ნომინაციაში შეაფასებს როგორც ჟიური ისე აუდიტორია.

სექციაში მონაწილეობისთვის რეჟისორებმა უნდა შეავსონ ონლაინ – განაცხადი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.