რატო შეარქვეს ამერიკელმა მეგობრებმა “იღბლიანი პეტრე” კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ ქართველ პაციენტს

პეტრე თავხელიძემ კორონავირუსი რამდენიმე დღის წიგ დაამარცხა. იგი 20 მარტს ქვეყანაში აშშ-დან დაბრუნდა და საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, მკურნალობა ჰოსპიტალში განაგრძო, რეანიმაციულ განყოფილებაში 17 დღე იმკურნალა და ვირუსი დაამარცხა. პეტრე თავად ყვება, რატომ შეარქვეს ამერიკელმა მეგობრებმა “იღბლიანი პეტრე”:

ყველამ იცოდეს ასეთი წარმატებული ...

“რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც სინჯის აღების შემდეგ დამიფიქსირდა კორონა ვირუსი. მეორე დღეს სამკურნალოდ გადამიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც ვმკურნალობდი 27 დღის განმავლობაში. მკურნალობის პირველი სამი დღე გავატარე ინფექციურ განყოფილებაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ექიმი ნელი ჯავახიშვილი საკმაოდ ეფექტურად, რისთვისაც ვუხდი მადლობას. 3 დღის შემდეგ, რადგან ვითვლებოდი საყურადღებო პაციენტად, ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ გადავეყვანე რეანიმაციულ განყოფილებაში. სადაც ვიმკურნალე 17 დღის განმავლობაში. რეანიმაციულ განყოფილებას წარმატებით ხელმძღვანელობდა ექიმი ზურაბ ნადირაშვილი, ხოლო ჩემი პირადი მკურნალი ექიმი იყო გიორგი მდინარაშვილი, რომლის მკურნალობის მეთოდმა ჩემი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე დადებითად იმოქმედა. რისთვისაც მადლობას ვუხდი მას. პრაქტიკულად რეანიმაციულ განყოფილებაში ჩემი მკურნალობა წარმატებით დასრულდა. შემდგომ მკურნალობა გავაგრძელე თერაპიულ განყოფილებაში, სადაც ჩემს ჯანმრთელობას თვალყურს ადევნებდნენ მთავარი თერაპევტი ქალბატონი ნინო ჭუმბურიძე , კლინიკის მთავარი ექიმი ქალბატონი ანი ბოქოლიშვილი და ფსიქო-ნევროლოგიური განყოფილების უფროსი ქალბატონი ნინო გოგორიშვილი, რომელთაც ვუხდი დიდ მადლობას. აგრეთვე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ექთნების მრავალრიცხოვან ჯგუფს, რომლებიც არ ერიდებოდნენ ინფიცირებულ პაციენტებთან ურთიერთობას და წარმატებით ასრულებდნენ ექიმების დავალებებს. განსაკუთრებით დამამახსოვრდნენ ის ექთნები, რომლებიც უშუალოდ ჩემს ჯანმრთელობაზე ზრუნავდნენ, ესენი არიან: ქეთი, ნინო, მარი, თეო და მადონა.

ჩემი გაოცება უპირველეს ყოვლისა გამოიწვია სისტემამ და მენეჯმენტმა, რომელიც ჰქმნიდა კარგ სამკურნალო პირობებს ექიმებისთვის და პაციენტებისთვის. ამ სისტემის გარეშე ექიმებს გაუძნელდებოდათ ასეთი წარმატების მიღწევა. აგრეთვე მინდა აღვნიშნო კვება, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ქებას „ბრავო“ ქართველებო. და ბოლოს როდესაც ჩემი საავადმყოფოდან გაწერის დრო დადგა გამაცნეს პირობები რაც უნდა განმეხორციელებინა თვითიზოლაციის პერიოდში 2 კვირის განმავლობაში და შემომთავაზეს თუ ჩემი სურვილი იქნებოდა 3 კვირის განმავლობაში უფასოდ დამესვენა აბასთუმანში. ეს ნამდვილად მოულოდნელი შემოთავაზება იყო ჩემთვის. არ ვიცი რა ვთქვა, ძალიან კმაყოფილი ვარ, ბოლოს და ბოლოს ამ ადამიანებმა ჩემი სიცოცხლე გადაარჩინეს. მე მინდა, რომ ყველამ იცოდეს ასეთი წარმატებული სისტემის არსებობა საქართველოში და როდესაც ველაპარაკები ჩემს ამერიკელ მეგობრებს ამ წარმატებული მკურნალობის შესახებ მათ უკვე ახალი სახელი შემარქვეს და მიწოდეს „იღბლიანი პეტრე“ . “

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.