“მე ჩუმი სიკვდილი გამოვიარე… “

„გამარჯობა სიცოცხლე, გამარჯობათ ჩემო მეგობრებო. ამას რომ ვწერ ცრემლები მომდის…“ – ასე იწყება წერილი, რომელიც ცოტა ხნის წინ რუსუდან გვანცელაძემ გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში.

„გამარჯობა სიცოცხლე, გამარჯობათ ჩემო მეგობრებო.

ამას რომ ვწერ ცრემლები მომდის…

5 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, მე  ჩუმი სიკვდილი გამოვიარე… ასე დავარქვი…

უდიდესი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემი ოჯახის გადამრჩენელ, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორს: ბატონ ლევან რატიანს, პროფესორ კახაბერ ჭელიძეს, მთელი კლინიკის მედ პერსონალს.  მადლობა ჩემს სულიერ მამა სერაფიმეს, ჩემს მეგობრებს, ნათესავებს. მეზობლებს, მთელ თბილისს, მსოფლიოს – ვინც გვერდში მედგა ამ საშინელი ჩუმი სიკვდილის, ვირუსთან ბრძოლის დროს, მადლობა მინდა გადავუხადო სკოლა „მწიგნობართუხუცესის“ ორივე კორპუსის მთელ გუნდს, განსაკუთრებით ქალბატონ ლია მუსხელიშვილს, რომელიც პირველივე წუთიდან გვერდით მედგა… ჩვენი მაკა ექიმი, თიკო, ქეთი… ჩემი გულიკო, ლეილა, თამუნა, ალეკო… მადლობა ვინც მირეკავდით, მამხნევებდით,  არ გამომრჩეს კლინიკის ინფექციონისტები, ეპიდემიოლოგები…

 უფალო დალოცე, ქედს ვიხრი ყველას წინაშე…

 მიგულეთ ერთგულ მეგობრად.“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები