“ახლა შემიძლია მშვიდად დავიძინო… სამყაროში ყველაზე ბედნიერი და მადლიერი გოგო ვარ! “

პანდემიის პირობებში სხვაზე ზრუნვის და სოლიდარობის კიდევ ერთი მაგალითი გვინდა შემოგთავაზოთ. რამდენიმე საათის წინ ეკატერინე თოფურიამ, სოციალურ ქსელში, ვრცელი პოსტი და ფოტოები გამოქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„საღამოს უკარგესი ამბავი მეგობრებო!

საღამო მშვიდობისა ყველას!

როგორც გახსოვთ ჩემო მეგობრებო, ბოლო დღეებში, კილაძეების უკარგეს მრავალშვილიან ოჯახს ფულს ვუგროვებდით. ჩვენ გადაწყვეტილი გვქონდა, რომ სწორედ დღეს, გვეყიდა საკვები და ნივსულიყავით კილაძეების ოჯახში. ბოლო დღეებში ჩვენთან ნამდვილი სასწაულები ხდებოდა, ყველა ჩემმა შესანიშნავმა მეგობარმა, ვინც კი ხელფასი აიღო, კილაძეებისთვის დამირიცხა თანხის ნაწილი, ყველასთვის საყვარელმა მხატვარმა, ნინო ჩაკვეტაძემ, რომელმაც ჩემი პოსტი ნახა, თავისი 2 ილუსტრაცია გაყიდა. 700 ლარი კილაძეებისთვის დაგვირიცხა, ხოლო 620 ლარი პატარა ბაკურციხელ გოგონებს ჩაურიცხა, ხოლო ჩემმა რამდენიმე ემიგრანტმა მეგობარმა, უცხოეთიდან მოგვაშველა თანხა და საბოლოოდ იმდენი შეგროვდა, რომ კილაძეებს 500 ლარზე მეტის პროდუქტი + 700 ლარი, კარტოზიებს 700 ლარი ( 530 ლარის პროდუქტი წინა კვირაში მივუტანეთ), ბოლნისელ ორ ოჯახს 800 ლარის პროდუქტი და ასევე ინსულტ გადატანილ ადამიანებს წამლები შევუძინეთ.

 ჩემო უკარგესო, ძვირფასო, კეთილო ადამიანებო, მინდა უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ყველას და ყველას, ვინც ამ ოჯახებს დაეხმარეთ და მიაკითხეთ, ფული ჩაურიცხეთ და საკების მარაგი შეუგროვეთ. ასევე, დამატებით მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ ზურაბ ვენეცკის, რომელიც ამ კარგ  საქმეებში, მართლა მამასავით მიდგას გვერდით და აბსოლუტურად ყველაფერში მეხმარება. ასევე  განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს უსაყვარლეს, უთბილეს და გამორჩეულ მხატვარს ნინო ჩაკვეტაძეს და ჩემს უსაყვარლეს მეგობარს ნონას ( რომელიც ამერიკაში ცხოვროს) და მამა პეტრეს.

ღმერთმა გაგახაროთ კარგო და კეთილო ადამიანებო, სულ, სულ, სულ სიხარულითა და სიკეთით დაგიბრუნდეთ ეს მადლი.

პ.ს ახლა შემიძლია მშვიდად დავიძინო; ბავშვებს აქვთ საკვები და პამპერსები, მშობლებს სულიერი სიმშვიდე, მოხუცებს კი წამლები და სითბო…. მეეე კი, სამყაროში ყველაზე ბედნიერი და მადლიერი გოგო ვარ!

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას.

მიყვარხართ ძალიან.”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები