პირებს, რომლებსაც თურქეთში ლეგალურად ყოფნის ვადა ამოეწურათ, საჯარიმო სანქციები არ დაეკისრებათ

როგორც თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, პირებს, რომლებსაც თურქეთში ლეგალურად ყოფნის ვადა ამოეწურათ, ქვეყანა საჯარიმო სანქციებს არ დააკისრებს.

“მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, დავუკავშირდით თურქეთის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს, რომლებმაც მოგვაწოდეს შემდეგი ოფიციალური ინფორმაცია: თურქეთის რესპუბლიკაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დროებით შეწყდა ყველა საერთაშორისო ფრენა და აიკრძალა საქალაქთაშორისო მიმოსვლა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოქალაქეებს, რომლებმაც ვერ შეძლეს ქვეყნის დატოვება ამ პერიოდში და ამოეწურათ ლეგალურად ყოფნის ვადა, საერთაშორისო ფრენების შეწყვეტიდან და საქალაქთაშორისო მიმოსვლის აკრძალვიდან (მ/წლის 29 მარტიდან) მის აღდგენამდე, მათზე არ გავრცელდება საჯარიმო სანქციები” – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.