გზა ბერლინიდან თბილისამდე პანდემიის დროს 

ნადია დევიძე ერთ-ერთია იმ ქართველებიდან, რომელსაც პანდემიის დროს უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნება სპეცრეისით მოუწია. ის ახლა 2-კვირიან სავალდებულო კარანტინს გადის  და სწორედ საკარანტინე სივრციდან გვიზიარებს თავის გზას ბერლინიდან თბილისამდე. 

Nadia Devidze-ს ფოტო.

” ამჟამად ვიმყოფები კარანტინში – დღეს მე-12 დღე მაქვს.

ვცხოვრობდი ბერლინში და ვირუსის გამო მომიწია, რომ დავბრუნებოდი ჩემს ქვეყანას, ჩემს საქართველოს. მინდა გიამბოთ ზუსტად ჩემი გამოვლილი გზა ბერლინიდან საქართველომდე. მინდა გაიგოთ, თუ როგორი მაგარი საკონსულო გვყავს საქართველოსი გერმანიაში და აქ ჩამოსულს როგორი პირობები დამხვდა აეროპორტში და კარანტინში . მინდა გაგიზიაროთ ჩემი ემოციები.

ბერლინში, აეროპორტში, როდესაც ვიყავი, ჩვენი საუკეთესო კონსულებიც იქ იყვნენ ,ყველანაირი პირბადისა და ხელთათმანების გარეშე და მე ვიყავი გაკვირვებული იმის გამო, თუ როგორ ეხმარებოდნენ ხალხს. ყველას უსმენდნენ, გულთან მიჰქონდათ და შეძლებისდაგვარად არავის ტოვებდნენ ყურადღების გარეშე, არავის ტოვებდნენ ღია ცისქვეშ.

ამის გამო კი მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო კონსულებს -ბატონ კახას , ბატონ ლევანს, ბატონ აჩიკოს და ყველა დანარჩენ კონსულს რადგან შეიძლება ითქვას, რომ შეუძლებელსაც კი აკეთებენ. ქედს ვიხდი მათ წინაშე…
ახლა კი რაც შეეხება ჩვენს სახელმწიფოს ჩვენს საქართველოს, საოცრებებს აკეთებენ, ხალხნო.

თვითმფრინავში ჭადრაკული განლაგებით ვისხედით, რათა მინიმუმადე დაეყვანათ დაინფიცირებულთა რაოდენობა, მობილიზებულია მაქსიმალურად პოლიცია. პოლიცია აკონტროლებს ჩვენს დისტანციას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა ხელის გულზე ედოთ და ისე გადაჰყავთ აეროპორტიდან საკარანტინე სივრცეებში.

და აქ ჩამოსულს საოცარი პირობები დამხვდა “კარანტინში”, აქვე მინდა ვთქვა, რომ საკარანტინე სივრცეებად არის გამოყენებული საქართველოს წამყვანი სასტუმროები როგორიცაა: Sheraton Grand Tbilisi Metechi Place; ჰოლოდეინი და ა. შ
მე ვიმყოფები შერატონში…
მინდა ყველა იმ ადამიანს ვუპასუხო ამ პოსტით, ვინც უკმაყოფილოა თურმე კარანტინით !
საუკეთესო კვება გვაქვს, ყოველ დღე მოდის ცხელი საჭმელი (ცხელი ოსტრი; მწვადი; ხინკალი და ა. შ დესერტი)
ყველაფერი უგემრიელესია !
უმადურობაა, ვინც ამბობს, რომ უკმაყოფილოა მომსახურებითა და საკვებით ასეთ ადამიანებს მხოლოდ ერთი რამ მინდა ვუთხრა, უბრალოდ გრცხვენოდეთ, ხალხნო !
იმდენად ზრუნავს სახელმწიფო კარანტინში მყოფ ადამიანებზე, რომ შეგვიძლია ფსიქოლოგსაც კი ვესაუბროთ რადგან , რა თქმა უნდა, ძნელია 4 კედელს შორის ყოფნა 14 დღის განმავლობაში. ეს ყველაფერი კი ხდება აბსოლუტურად უსასყიდლოდ, ყველანაირ ხარჯს სახელმწიფო ფარავს.
მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ გიორგი გახარიას, ამდენს რომ აკეთებს ჩვენთვის თავისი ქვეყნისთვის და მიხარია, რომ საქართველოში ვცხოვრობ ვამაყობ, რომ ვარ ქართველი.

ბოლოს კი სასტუმრო შერატონს მინდა გადავუხადო მადლობა ჩვენი წახალისებისთვის, საუკეთესო კოლექტივი ჰყავთ და ისინიც ძალიან ზრუნავენ ჩვენზე და ხანდახან პატარ -პატარა საჩუქრებსაც კი ვიღებთ მათგან .
არ გვაძლევენ მოწყენის საშუალებასა და დროს…

უდიდესი მადლობა ყველას, პოსტი კიდევ ვერ გადმოსცემს ბოლომდე, რასაც მე ვგრძნობ და განვიცდი ახლა, მაგრამ შეძლებისდაგვარად მინდოდა თქვენამდეც მომეტანა ეს ყველაფერი თუ რა მაგარი სახელმწიფო, საკონსულო და მთავრობა ჰყავს საქართველოს, გვყავს ჩვენ ქართველებს. მინდა გითხრათ, თუ როგორი მაგარი და საოცარი სასტუმროა “შერატონი”.
ახლა მაქვს უზღვავი ემოცია, სავსე ვარ სიყვარულით, ბედნიერებით, გაოცებით და სიამაყით ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი ჩემში. როდესაც ვირუსმა ასეთი გავრცელება დაიწყო, გადავწყვიტე, რომ აუცილებლად ჩემს სამშობლოში, ჩემს პატარა საქართველოში უნდა დავბრუნდე-მეთქი. გადაწყვეტილება მივიღე ყოველგვარი ყოყმანის გარეშე. დღეს კი ვამაყობ ჩემი გადაწყვეტილებით. ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა ჩვენმა სახელმწიფომ – საქართველომ !

ეს რომ არ დამეწერა, ვფიქრობ, არ იქნებოდა მართებული. მინდა გაიგოს ყველამ თუ სად ვცხოვრობთ, ვინ ვართ.
საქართველო
მადლობა უფალს, რომ მარგუნა წილად ბედნიერება – მერქვას ქართველი! “- ნადია დევიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები