მაშველებმა ცაგერში წყალსაცავში ჩავარდნილი შველი გადაარჩინეს

მოქალაქეებმა ცაგერში, მდინარე ცხენისწყლის წყალსაცავში ჩავარდნილი შველი შენიშნეს, რომელიც ნაპირზე ამოსვლას ვერ ახერხებდა. სწორედ მათ გამოიძახეს სამაშველო ბრიგადა. ადგილზე მისულმა მაშველებმა დროულად შეძლეს წყალში ჩავარდნილი ცხოველის ამოყვანა.

შველს სხეულზე რამდენიმე ადგილას დაზიანება აღენიშნებოდა, რის გამოც ვეტერინარის გამოძახება გახდა საჭირო. სპეციალისტმა ცხოველს სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინა და მისი სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები