გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრები ქართველებისათვის ექიმები ონლაინკონსულტაციას გამართავენ

საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით ონლაინ კონსულტაციები გრძელდება.

გაერთიანებულ სამეფოში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ონლაინკონსულტაცია 2020 წლის 27 მარტს, ბრიტანეთის დროით 16:00 საათზე, საელჩოს “Facebook” გვერდზე გაიმართება. შეკითხვები კი უნდა გამოაგზავნონ  შედეგ მისამართზე london.doctor@mfa.gov.ge. 

მსოფლიოს იმ ქვეყნებში, სადაც დიდია საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა, საქართველოს შესაბამისი საელჩოს “Facebook“ გვერდზე თბილისიდან ხორციელდება ექიმ-ინფექციონისტის პირდაპირი ჩართვები, რათა ადგილსამყოფელ ქვეყანაში ჩვენი თანამემამულეების შეკითხვებს პასუხები გაეცეს.

პროექტი ხორციელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.