დარჩი სახლში, ჩვენ დავუკრავთ თქვენთვის!

თბილისის მერია თბილისელებს ყოველ საღამოს, 22:00 საათზე საყვარელი მომღერლების კონცერტების მოსმენას მერიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე სთავაზობს.

დარჩი სახლში, ჩვენ დავუკრავთ თქვენთვის! – ამ მოწოდებით ციფრულ სივრცეში კიდევ ერთი მუსიკალური ციკლი იწყება.

„დარჩით სახლში პოზიტიური განწყობით და გაატარეთ დრო საყვარელ მომღერლებთან ერთად!

სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსებს თუ მომღერლებს, შეუერთდებიან მთხრობელები, რომლებიც გვიამბობენ საინტერესო ამბებს ჩვენ დედაქალაქზე.

უსმინე თბილისს იქ სადაც ხარ – სახლში, სხვადასხვა რეგიონში თუ საქართველოს საზღვრებს გარეთ!

თბილისური ჰანგებით, ჩვენ თქვენთან მოვალთ!“ – ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები