ბოქსირებული განყოფილების ექიმი, რომელმაც პირველი პაციენტი გამოაჯანმრთელა 

ქართველი ექიმის ფოტოს, რომელზეც სპეციალური აღჭურვილობის ტარების გამო ექიმ-ინფექციონისტის სახეზე მიღებული კვალია აღბეჭდილი, სოციალურ ქსელში ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის უფროსი, გიორგი ბერიძე ავრცელებს. 

“ეკა ნაფეტვარიძე ბოქსირებული განყოფილების ექიმი-ინფექციონისტია… მის სახეზე სპეციალური ტანსაცმლის კვალია ასახული…
პირველი დადებითი პაციენტი მან მიიღო და მანვე გაუშვა სახლში გამოჯანმრთელებული…
ეკას გვერდით პროფესიონალთა გუნდი დგას, თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით…
კიდევ არაერთი მედიკოსის ასეთ ფოტოს იხილავს საზოგადოება…
ps არც კი იცოდა, რისთვის გადავიღე ეს ფოტო… ჯერ არც უნახავს, მგონი. ისევ ეკიპირება და ისევ ბოქსებში პაციენტებთან..”  – წერს გიორგი ბერიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.