მომდევნო ორი კვირის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებს ევროპის 6 ქალაქიდან ჩამოიყვანენ

უახლოესი ორი კვირის განმავლობაში დაგეგმილია ავიარეისები სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით, რომლებიც ევოპაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში ჩამოიყვანენ. 

პრემიერ-მინისტრის განკარგულების შესაბამისად, კომერციულ რეისებზე ბილეთის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს. უახლოესი ორი კვირის განმავლობაში განხორციელდება შემდეგი სპეცრეისები:

23 მარტი – თბილისი-ბერლინი-თბილისი;

24 მარტი – ბერძნული ავიაკომპანია “ეგეოსის ავიახაზების” სპეცრეისი, რომლის საშუალებითაც საბერძნეთიდან ჩამოიყვანენ საქართველოს მოქალაქეებს და სამშობლოში დააბრუნებენ საბერძნეთის მოქალაქეებს;

26 მარტი – თბილისი-ვენა-თბილისი;

31 მარტი – თბილისი-ამსტერდამი-თბილისი;

3 აპრილი – თბილისი-ვარშავა-თბილისი;

7 აპრილი – თბილისი-ათენი-თბილისი;

10 აპრილი – თბილისი-ლარნაკა-თბილისი.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსთან, ეკონომიკის სამინისტროსთან და ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისთან” (“აირზენა”) ერთად მიმდინარეობს მოლაპარკაებები შემდგომი რეისების დაგეგმვაზეც.  მან ასევე აღნიშნა, რომ სპეცრეისების დაგეგმვისას მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში არსებული მდგომარეობა, რათა არ გადაიტვირთოს კლინიკები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.