ქაიროს ფესტივალზე ქართულ კულტურასა და ტრადიციებს გაეცნენ

2020 წლის 26-27 თებერვალს ქალაქ კაიროში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო El-Sawy Cultural Wheel-ის ორგანიზებით გამართულ კულტურის ფესტივალში, სადაც ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში აკრედიტებული საელჩოები და მათთან არსებული კულტურის ცენტრები იღებდნენ მონაწილეობას.

საელჩოსთვის გამოყოფილ სივრცეში წარმოდგენილი იყო საქართველოში წარმოებული ტრადიციულ სტილში შესრულებული სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთი და სუვენირი, ასევე საქართველოს შესახებ საინფორმაციო მასალები და წიგნები.

ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ კაიროში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენელთა მიერ შესრულებული ნახატები და დაეგემოვნებინათ ქართული კერძები, ასევე მოესმინათ და გაცნობოდნენ ეგვიპტეში სასწავლებლად ჩამოსული ქართველი სტუდენტების მიერ შესრულებულ ქართულ სიმღერებსა და ცეკვებს, რომლებმაც ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლებსა და უცხოელ დიპლომატებს შორის დიდი მოწონება დაიმსახურა.

‎سفارة جورجيا بالقاهرة‎-ს ფოტო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.