ლიეტუვაში ქართული საღამო გაიმართა

27 თებერვალს, ლიეტუვის საელჩოს ორგანიზებით, ქალაქ კაუნასში არსებულ „ქართული ხელოვნებისა და სურნელის სახლში“ ქართული კულტურის საღამო გაიმართა.

ღონისძიებას ​ ლიეტუვის სეიმის ვიცე-სპიკერი, კაუნასის კულტურის, განათლებისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, ქართველი სტუდენტები და დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში გაიხსნა ფოტოგამოფენა, სახელწოდებით – „შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი“. საელჩოს მიერ წარდგენილი იქნა პრეზენტაცია ქართული კულტურისა და ლიტერატურის შესახებ. ასევე, უჩვენებს საქართველოს ტურისტული ღირსშესანიშნაობების შესახებ მომზადებული ვიდეო-რგოლი.

ღონისძიების დასასრულს ქართული ღვინისა და სამზარეულოს დეგუსტაცია გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.