სასწავლო და მოხალისეობრივი პროგრამები იაპონიაში ქართველი ახალგაზრდებისათვის

5 მარტს საქართველოს იაპონური ორგანიზაცია, NICE ეწვევა და ქართველ და საქართველოში მცხოვრებ სხვა ქვეყნის მოქალაქე ახალგაზრდებთან იაპონიაში სწავლებისა და ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობებზე შეხვედრას გამართავს.

შეხვედრის ფარგლებში NICE წარმოადგენს 2020 წლის პროგრამებს და ისაუბრებს პროექტებში ჩართვის კრიტერიუმებზე, დოკუმენტაციის და ვიზების მომზადების საჭირო ვადებასა და პროცედურებზე.

შეხვედრას ორგანიზაცია ფერადი სახლი უმასპინძლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები