საქართველო სკანდინავიის უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს 

21-23 თებერვალს დანიის სამეფოს ქალაქ ჰერნინგში იმართება “Danish Travel Show”, რომელიც სკანდინავიის რეგიონში ყველაზე დიდი საერთაშორისო ტურისტული გამოფენაა.

გამოფენაზე საქართველოს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი წარმოადგენს. 

გამოფენა საერთაშორისო მონაწილეებს ადგილობრივ და რეგიონულ ბაზარზე შესვლისა და დამკვიდრების კარგ საშუალებას აძლევს. იმის გათვალისწინებით, რომ დანიასა და ზოგადად სკანდინავიის რეგიონში საქართველოში სტუმრობით დაინტერესებულთა რიცხვი სწრაფად იზრდება, გამოფენაზე მოწყობილი ქართული კუთხე დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს, მეტი ინფორმაცია მიიღოს საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების შესახებ.

ტურისტულ გამოფენას დანიის სამეფოში საქართველოს ელჩი, გიგი გიგიაძეც ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.