“ხელნაწერები საუბრობენ დაფარულზე” – გამოფენა ნიდერლანდებში 

17 თებერვალს ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩომ აფხაზეთის თემაზე შექმნილ საგამოფენო პროექტს – “ხელნაწერები საუბრობენ დაფარულზე” უმასპინძლა.

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა აფხაზეთის თემაზე შექმნილი რამდენიმე წიგნის, მათ შორის, გურამ ოდიშარიას და ჯემალ გამახარიას ნაწარმოებების წარდგენაც. ნიუ-იორკის ქართული კულტურის ცენტრის წარმომადგენლებმა – ახალგაზრდებმა, რომლებიც ქართველ ემიგრანტთა მეორე თაობას წარმოადგენენ, შეასრულეს რამდენიმე მუსიკალური ნომერი.

საღამოს სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრნენ საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები.

ღონისძიება გაიმართა პროექტის „დიასპორები ერთიანი საქართველოსთვის, სახალხო დიპლომატიის როლი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში“ ფარგლებში. პროექტის ორგანიზატორია ახლადდაარსებული ფონდი „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“, რომლის სამომავლო გეგმებზეც ორგანიზაციის დამფუძნებელმა თიკა სვანიძემ ფონდის პრეზენტაციისას ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები