ბრუკლინში მაია სასწრაფოშვილის კონცერტი გაიმართება

22 თებერვალს, ამერიკაში  ებრაული რადიო “Davidzon”-ის დარბაზში,  ჩვენი თანამემამულის, ვენის თეატრის მსახიობის, მაია სასწრაფოშვილის კონცერტი გაიმართება.

‘’ებრაელების ყველაზე ძველი და ცნობილი რადიოა “Davidzon” და სწორედ მათ მიმიწვიეს კონცერტის ჩასატარებლად. კონცერტზე ქართულ, ებრაულ, ბოშურ და რუსულ რომანსებს შევასრულებ’’ – განაცხადა მაია სასწრაფოშვილიმა „ქართულ კვირასთან’’ საუბარში.

კულტურის სფეროში განსაკუთრებული დამსახურებებისათვის  ავსტრიის რესპუბლიკამ ევროპის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა მაია სასწრაფოშვილს  და იგი ერთადერთი ქართველია, ვინც ამ სტატუსს ატარებს. მაია შეყვანილია მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ქართველი ქალების წიგნში მე-19 საუკუნიდან დღემდე. იგი არის ” Astro – Georgisches Theater” პრეზიდენტი ვენაში. მან 18 წლის უკან , ქალაქ ვენაში საფუძველი ჩაუყარა და დაარსა ქართული საეკლესიო გუნდი.

მაია სასწრაფოშვილს  მიენიჭა ყველაზე წარმატებული ქართველი ემიგრანტი ქალის ტიტული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები