კარგი ამბები ეკვილიბრიუმისგან

ეკვილიბრიუმი საგანმანათლებლო მოძრაობაა. ის  2012 წელს დაფუძნდა  და ამ  იდეის ავტორი ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე გახლავთ.

დღეს გიორგი კეკელიძის პოსტს გთავაზობთ, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

‘’სამი ამბავი მაქვს. სამივე კარგი. დღეს ჯერ გარდაბანს, სოფელ ყარაჯალარის სკოლას ვესტუმრეთ, სადაც ეთნიკურად აზერბაიჯანელი ჩვენი პატარა მოქალაქეები სწავლობენ და ახალი ქართულენოვანი წიგნების ბიბლიოთეკა მოვუწყვეთ.

 მეორე კარგი ამბავი ის არის, რომ ჩვენს მოძრაობას ახალი პარტნიორი ჰყავს, ტაქსების კომპანია ,,ბოლტი” – ყარაჯალარის სკოლას სწორედ მათი მეშვეობით დავეხმარეთ.

ამის შემდეგ თელავისკენ გავეშურეთ და ეს არის მესამე კარგი ამბავი: ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, თელავის ისტორიულმა მუზეუმმა და სამუზეუმო და საარქივო კვლევისა და მოდერნიზაციის ცენტრმა(რომელსაც ჩვენი მეგობარი ლუარსაბ ტოგონიძე ხელმძღვანელობს) მემორანდუმი გააფორმა – ციფრული ფოტომატიანესთვის  გავაციფრულებთ ათასობით ისტორიულ ფოტო – ნეგატივს.’’

საგანმანათლებლო მოძრაობის მიზანი საქართველოში წიგნიერების დონის ამაღლებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები