გერმანიაში ქართველი პიანისტის კონცერტი გაიმართება

ახალგაზარდა ქართველი პიანისტი, მარიმ ბაწაშვილი გერმანიის ქალაქ ლუდგივჰაფენში სოლო კონცერტს 23 თებერვალს გამართავს. კონცერტზე შესრულდება ფრანც ლისტის საფორტეპიანო ნაწარმოებები.

“ლიზა ბათიაშვილისა და ხატია ბუნიათიშვილის შემდეგ, თბილისელი მარიამ ბაწაშვილი კიდევ ერთი ხელოვანია, რომელიც აგრძელებს “მომხიბვლელ შეტევას საქართველოდან” – წერს გერმანული გამოცემა პიანისტის შესახებ.

​ვაიმარში მცხოვრები ქართველი პიანისტი არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია. მსოფლიო აღიარება კი 2014 წელს, უტრეხტის საფორტეპიანო კონკურსზე მოიპოვა. „პიანისტი, რომელიც  ყოველ მუსიკალურ ფრაზას რაღაც განსაკუთრებულ მოვლენად აქცევს“ – ასე დაასათაურა მისდამი მიძღვნილი სტატია ჰოლანდიურმა  გამოცემამ „NRC Handelsblad“.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები