ტალინში ჟურნალისტებისათვის ქართული სამზარეულოს მასტერკლასები გაიმართა

ესტონეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ორგანიზებით,  ქართული სამზარეულოს გაცნობისა და პოპულარიზაციის მიზნით, ესტონეთში კულინარიისა და ტურიზმის მიმართულებით მოღვაწე ჟურნალისტებისათვის  ქართული სამზარეულოს მასტერკლასები გაიმართა.

ჟურნალისტებს თანამედროვე ქართული სამზარეულოს მასტერ კლასი რესტორან „ფუნიკულიორის“ პროფესიონალმა შეფმზარეულმა, ნიკოლოზ ბორაშვილმა ჩაუტარა, ხოლო ტრადიციული აჭარული ხაჭაპურის მომზადება მოსულ სტუმრებს ტალინის ტავერნა „თბილისის“ შეფმზარეულმა, მამუკელ გორელაშვილმა ასწავლა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს 5 რეგიონის: აჭარის, რაჭის, გურიის, სამეგრელოს და კახეთისთვის დამახასიათებელი სამზარეულო. მასტერკლასის დასასრულს სტუმრებმა მათი მონაწილეობით მომზადებული კერძები დააგემოვნეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები