წამყვანმა სამოგზაურო ვებგვერდმა lametayel.co.il ბათუმს მიმზიდველი ტურისტული მიმართულების ტიტული მეორედ მიანიჭა

ისრაელში ბათუმი 2019 წლის მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად დასახელდა. წამყვანმა სამოგზაურო ვებგვერდმა lametayel.co.il ბათუმს ეს ტიტული გასული წლის შემდეგ უკვე მეორედ მიანიჭა.

2019 წელს, ბათუმის შესახებ სტატიებს ვებგვერდ lametayel.co.il-ის მეშვეობით მილიონობით ადამიანი გაეცნო.

სამოგზაურო გვერდის წარმომადგენლებმა სპეციალური ჯილდო, თელავივის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს –  თამარ კაიკაციშვილს გადასცეს.

პოპულარული სამოგზაურო ონლაინ გვერდი ”Lametayel” მოგზაურობის შესახებ 500, 000 გვერდზე მეტ სამოგზაურო ინფორმაციას მოიცავს და მთავარი გვერდის გარდა ის 10 პატარა ონლაინ გამოცემას ფლობს.

”Lametayel”- ს ყოველთვიურად საშუალოდ 1,3 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები