ნიამორი ფშავ – ხევსურეთის ეროვნულ პარკში ფოტოხაფანგმა აღბეჭდა

ნიამორი შინაური თხის წინაპარია და სხვა ჩლიქოსნებისგან კლდეზე ცოცვის საოცრად განვითარებული უნარით გამოირჩევა. იქ, სადაც ნიამორი ბუდობს, ცხოვრება მთის სხვა ჩლიქოსნებისთვისაც კი ძნელია.

ეს კადრი ფშავ – ხევსურეთის ეროვნულ პარკში ფოტოხაფანგმა აღბეჭდა.

ნიამორი (Capra aegagrus Linnaeus) საქართველოს მოქმედ “წითელ ნუსხაში” გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მყოფის სტატუსით შედის.

წყარო: დაცული ტერიტორიების სააგენტო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები