თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის წლის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა

“ბასკონიას” ქართველი კალათბურთელი, თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის წლის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს. 

ლიგა ენდესას წლის საუკეთესო მოთამაშეების დაჯილდოვების ცერემონია გუშინ გაიმართა, ქართველი კალათბურთელი კი ყველაზე მნიშნველოვანი ჯილდოს მფლობელი გახდა. თორნიკეს პრიზი ლიგა ენდესას გენერალურმა დირექტორმა, იგნასიო ხიმენეს სოლერმა გადასცა.

მიმდინარე სეზონში შენგელია ესპანეთის ჩემპიონატში საშუალოდ 33 წუთში 16.1 ქულას, 6 მოხსნას, 2.6 პასს, 0.3 დაფარებასა და 1.4 ჩაჭრას აგროვებს.

 

 

წყარო: fanebi.com 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.