“გამარჯობა, მე მქვია თბილისი” 

საქართველოს საელჩოსა და საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ზურაბ ფერცულიანის ორგანიზებით ბულგარეთის ზღვისპირა ქალაქ ვარნაში მოეწყო ფოტოგამოფენა სახელწოდებით – “გამარჯობა, მე მქვია თბილისი”.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქალაქის ძველი და ახალი არქიტექტურის ამსახველი ფოტოები. გამოფენის დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა გაცნობოდა დედაქალაქის ისტორიასა და თანამედროვე იერსახეს.

საღამოს სტუმრებს საშუალება მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინოები.
გამოფენის მონახულება დამთვალიერებლებს ქალაქ ვარნის არქეოლოგიურ მუზეუმში 20 მარტამდე შეეძლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები