საქართველოს რამდენი მოქალაქე დააბრუნეს სამშობლოში ევროპიდან თავშესაფრის მოთხოვნაზე უარის თქმის შემდეგ ?
გასულ წელს ევროპის ქვეყნებიდან საქართველოს 3 192 მოქალაქე რეადმისიის ფარგლებში სამშობლოში დააბრუნეს. ყველაზე მეტი – 1479 მოქალაქე გერმანიიდან დაბრუნდა.
გერმანიის შემდეგ საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე საფრანგეთიდან დაბრუნდა – 649, ნიდერლანდებიდან – 256, ავსტრიიდან – 148, შვეიცარიიდა – 129, საბერძნეთიდან – 101.
რეადმისიის პროგრამაში მოქალაქეები მაშინ ერთვებიან, როცა ევროპის ამა თუ იმ ქვეყანაში თავშესაფარს ითხოვენ. მოთხოვნაზე უარის მიღების შემდეგ კი სახელმწიფო მათ სამშობლოში აბრუნებს.
წყარო: ბათუმელები.ნეტგაზეთი