იების გამყიდველი ბიჭი კორტანეთიდან “გურული დღიურების” სტიპენდიატი გახდა 

ბიჭი გზაზე იებს ყიდის
ახლა. ქართლი. კორტანეთი

“ამ ბიჭს გზებზე რომ იებს ყიდის კორტანეთში და რაღაც ხნის წინ ფოტოც გადავუღე და გიჩვენეთ, ბევრი ვესაუბრე. გონიერი და მშრომელი მოსწავლეა კორტანეთიდან, უაღრესად ზრდილობიანი და შეგნებული. მისი ცხოვრების სირთულეებზე არ მოგიყვებით – დღეს აქვს, ხვალ დაძლევს. და დაძლევაში რომ ცოტა, სულ ცოტა მაინც დავეხმაროთ, მას ჩვენი საგანმანათლებლო ,,გურული დღიურების ფონდი” დაეხმარება. დღეიდან ის ჩვენი სტიპენდიატია” – წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები