საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფოში გამოფენას „ხელნაწერები საუბრობენ დაფარულზე“ უმასპინძლებს

17 თებერვალს, 18:00 სთ-ზე, საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფოში აფხაზეთის თემაზე შექმნილ საგამოფენო პროექტს „ხელნაწერები საუბრობენ დაფარულზე“ უმასპინძლებს.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ფონდის „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ პრეზენტაცია, ასევე აფხაზეთის თემაზე შექმნილი რამდენიმე წიგნის, მათ შორის, გურამ ოდიშარიას და ჯემალ გამახარიას ნაწარმოებების წარდგენა.

ღონისძიების ბოლოს საელჩოს სახელით გაიმართება მიღება, რომლის მსვლელობისას ნიუ – იორკის ქართული კულტურის ცენტრის აღსაზრდელები  რამდენიმე მუსიკალურ ნომერს შეთავაზებენ სტუმრებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები