„Adventure 2020”- ზე  აჭარა ვიზიტორების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა

ვილნიუსის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „Adventure 2020”  აჭარა ვიზიტორების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა. რეგიონის სტენდთან სტუმრების ინტერესი ბათუმთან ერთად აჭარის ეკოტურისტულმა მარშრუტებმა და გასტრონომიამ გამოიწვია.

აჭარის სტენდთან ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ რეგიონსა და ქვეყანაში მოგზაურობის შესახებ, ასევე, ქართული ღვინო, ყველი და ქართული ტკბილეული დაეგემოვნებინათ.

ლიეტუვის პარალელურად რეგიონის ტურისტული შესაძლებლობები რიგის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. ბოლო წლებია, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გარდა გამოფენებზე რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების წარმოჩენისა, ბალტიისპირეთის ქვეყნებში აქტიურ სარეკლამო კამპანიებს ატარებს. მზარდია, აღნიშნული ქვეყნებიდან რეგიონში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები