თიანეთში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა

5 თებერვალს თიანეთის მუნიციპალიტეტში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა.

მირზა გელოვანის მემორიალური სახლ – მუზეუმის ლიტერატურულ სალონში მირზა გელოვანის ლექსები წაიკითხეს თიანეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ასევე მოეწყო შეხვედრა თიანელ პოეტებთან. ეთერ აბრამიშვილმა, ვიქტორ კაცელაშვილმა, ნიკო ტიღინაშვილმა, ლევან ცალუღელაშვილმა და გიორგი არჩემაშვილმა მსმენელებს საკუთარი ლექსები წაუკითხეს.

თიანეთის მთავარ ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო თიანელმა მხატვარმა ლევან ხარანაულმა, მეუღლე ლელა სულაკაურთან ერთად, რომელთაც დაწყებითი კლასების მოსწავლეებს წაუკითხეს ამონარიდები საბავშვო ნაწარმოებებიდან.

საჯარო სკოლებში მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა წაიკითხეს საყვარელი პოეტებისა და მწერლების ნაწარმოებები. ხოლო საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებს ზღაპრები  მასწავლებლებმა და მოწვეულმა მშობლებმა წაუკითხეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები