“ისტორიები საქართველოდან” – 52 ფოტოგრაფის ნამუშევრების გამოფენა ფრანკფურტში გაიმართება

ქართველ სტუდენტთა გაერთიანება “აისის” ინიციატივითა და საქართველოს საკონსულოს მხარდაჭერით, ფრანკფურტში  გამოფენა “ისტორიები საქართველოდან” 5 თებერვალს გაიხსნება.

გამოფენა 52 ფოტოგრაფის მიერ გადაღებული 260 ფოტოდან შერჩეულ ნამუშევრებს აერთიანებს. გარდა ქართველებისა, გამარჯვებულთა შორის არიან ფრანგი, გერმანელი, ბრაზილიელი, ესტონელი, ირლანდიელი და პორტუგალიელი ფოტოგრაფები, რომლებმაც საუკეთესოდ ასახეს თანამედროვე საქართველო.

ფრანკფურტამდე ქართული ფოტოისტორიების ხილვა დამთვალიერებელს კიოლნის უნივერსიტეტში 8-დან 17 იანვრამდე შეეძლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები