მაჭახელას ეროვნულ პარკში მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურა და  2 ტურისტული მარშრუტი მოეწყო

დაცული ტერიტორიების არსებობა და ფუნქციონირება მნიშვნელოვან როლს თამაშობს გარემოს დაცვის, ტურიზმისა და ადგილობრივი სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით.

პროექტი მიმართულია აჭარის, კერძოდ კი მაჭახელას ეროვნული პარკის განვითარებისკენ.

პროექტის ფარგლებში მაჭახელას ეროვნულ პარკში მოეწყო მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურა და  2 ტურისტული მარშრუტი.

ვიდეო რგოლი მომზადებულია პოლონური არასამთავრობო ორგანიზაცია “მდგრადი ეკო განვითარების ფონდის” მიერ, რომელიც თანამშრომლობს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაცია „შავი ზღვის ეკო აკადემიასთან“.

წყარო: დაცული ტერიტორიების სააგენტო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები