ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ახალგაზრდა მიგრანტებისათვის ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა იწყება

ვენაში, ბრიუსელში, ფლორენციასა და ნიდერლანდებში ავსტრიული ორგანიზაცია Zentrum für Soziale Innovation – ZSI გაძლევთ საშუალებას, დაიწყოთ ან განავითაროთ საკუთარი ბიზნესი და მონაწილეობა მიიღოთ ტრენინგისა და მენტორინგის უფასო კურსში. 

გადამზადების პროგრამა 6-თვიანია და მოიცავს როგორც ონლაინ, ასევე საკლასო მუშაობას. კურსის შინაარსი კი მთლიანადაა მორგებული იმ სიძნელეების გადაჭრის გზების სწავლებას, რასაც, ადგილობრივებისაგან განსხვავებით, მიგრანტები აწყდებიან.

პროგრამაში მონაწილოეობა 18-დან 35 წლამდე ასაკის ევროპაში ლეგალურად მყოფ მიგრანტს შეეძლება.

ჩვენ ვეძებთ მესამე ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ ვენაში, ბრიუსელში, ფლორენციასა და ნიდერლანდებში და რომელთაც სურთ, გახდნენ მეწარმეები, მაგრამ არ იციან, სად დაიწყონ.
ასევე ვეძებთ მასწავლებლებს, რომლებსაც სურთ, სხვებს გაუზიარონ თავიანთი ცოდნა  და დაეხმარონ ახალგაზრდა მიგრანტებს სამეწარმეო საქმიანობაში თავიანთი პოტენციალის უკეთ გამოსაყენებლად” – წერია ორგანიზაციის ოფიციალურ განცხადებაში. 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები