ეროვნულ ბიბლიოთეკას ფრანგმა ქართველოლოგმა ბერნარ უტიემ ასობით უნიკალური გამოცემა გადასცა

ეროვნული ბიბლიოთეკის ემიგრაციის მუზეუმს და წიგნის მუზეუმს ცნობილმა ფრანგმა ქართველოლოგმა ბერნარ უტიემ  ასობით უნიკალური გამოცემა გადასცა.

‘’ეს ორი დღე ბურგუნდიაში ძალიან ნაყოფიერი და დიდი თანამშრომლობის დასაწყისი გახდა. უღრმესი მადლობა ჩვენს მეგობრებს, ისტორიკოს ლაშა ოთხმეზურს და ყოფილ ელჩს საქართველოში ეკა სირაძე-დელონეს ამ მოლაპარაკებაში ფასდაუდებელი დამხარებისთვის“- წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე.

ბერნარ უტიე, ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორი და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები