საქართველოს სპეციალური სტენდი საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე “Ferien-Messe Wien”

2020 წლის 16-19 იანვარს ვენაში გაიმართა საერთაშორისო ტურისტული გამოფენა “Ferien-Messe Wien”, რომელშიც მონაწილეობა  საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ქუთაისის ტურიზმის ცენტრმა და 10-მდე ქართულმა ტურისტულმა კომპანიამ მიიღო.

გამოფენის ფარგლებში, ევროპის პავილიონში მოეწყო საქართველოს სპეციალური სტენდი, სადაც დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებს და  ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ ქვეყნის ძირითადი ტურისტული მიმართულებების შესახებ.

გამოფენის ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია, სადაც სტუმრებს ტრადიციული ქართული მეთოდით დაყენებული ქვევრის ღვინოების დაგემოვნების საშუალება ჰქონდათ. სტუმრებს ავსტრიაში საქართველოს ელჩი დავით დონდუა მიესალმა და მათ გამოფენაში მონაწილე ქართული კომპანიები წარუდგინა.

აღსანიშნავია, რომ “Ferien-Messe Wien” ვენაში ყოველწლიურად იმართება და მასში 80-მდე ქვეყანა და 800-მდე კომპანია მონაწილეობს. გამოფენა, რომელსაც ყოველწლიურად ასიათასამდე დამთვალიერებელი სტუმრობს, მიზნად ისახავს ქვეყნების ტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და მათი ტურისტული მიმართულებების პოპულარიზაციას. წლევანდელ გამოფენას ესწრებოდნენ როგორც სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლები, აგრეთვე, ავსტრიის სამთავრობო სტრუქტურებისა და ავსტრიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.