სტამბოლში ქართული დიასპორის შეკრება გაიმართება

2020 წლის 26 იანვარს,  15:00 საათზე, ქალაქ სტამბოლის შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრში  ქართველი ემიგრანტების შეხვედრა გაიმართება. 

დიასპორის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ “ვეფხისტყაოსნის” გადაწერის პროექტში, რომელიც რამდენიმე წელია შოთა რუსთაველის ცენტრში მიმდინარეობს. აღნიშნული ცენტრი სტამბოლში ერთ-ერთი მძლავრი დიასპორული ორგანიზაციაა, რომელიც აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტს. ცენტრში ინახება 30 ენაზე ნათარგმნი “ვეფხისტყაოსნის” ეგზემპლარებიც.

.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.