ნიდერლანდებიდან საქართველოში ჩასული ტურისტების რიცხვი 26%-ით გაიზარდა

15 იანვარს, ნიდერლანდების სამეფოს უდიდესი ტურისტული გამოფენის “Vakantiebeurs” ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გაცნობის და პოპულარიზაციის მიზნით სპეციალური ღონისძიება გამართა ქ. უტრეხტში.

საქართველოს ტურიზმის სექტორში არსებული სიახლეების, სამომავლო გეგმების, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაცია ნიდერლანდების ტურიზმის სფეროსა და მედიის წარმომადგენლებს მიაწოდეს. პრეზენტაციების შემდეგაც ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრის ბოლოს სტუმრებს ქართული კერძების დაგემოვნების შესაძლებლობა ჰქონდათ.

შეგახსენებთ, რომ საქართველო სულ უფრო და უფრო მიმზიდველი ქვეყანა ხდება ჰოლანდიელი მოგზაურებისთვის. 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, ნიდერლანდებიდან საქართველოში ჩასული ტურისტების რიცხვი 26%-ით გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.