ლელა ჭინჭარაულის და მარიამ ფრიდონიშვილის ერთობლივ გამოფენა – პერფორმანსი

გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი ლელა ჭინჭარაულის და მარიამ ფრიდონიშვილის ერთობლივ გამოფენა – პერფორმანსზე გიწვევთ.

პერფორმანსში მონაწილეობენ ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფიული სასწავლებლის თეატრალური განხრის მოსწავლეები და კურსდამთავრებულები, რომლებიც წარმოაჩენენ მარიამ ფრიდონიშვილის დიზაინით შექმნილ ქუდებს -ანაპანა.

ლელა ჭინჭარაულის პერფორმანსი აგებულია ფიზიკური თეატრის ელემენტებზე და გამოყენებულია ნესტან ბაგრატიონ-დავითაშვილის მუსიკა.
ვიდეო ინსტალაციაზე იმუშავა DG ჯგუფმა.

გამოფენაზე წარმოდგენილია მარიამის – კომპოზიცური და ლელას – აბსტრაქტული ტილოები.

გამოფენა 13-დან 17 იანვრამდე გასტანს.
პერფორმანსის დასაწყისი: 13 იანვარი ,19:00 საათი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.