რეკორდული რიცხვი საქართველოს ტურიზმის ისტორიაში – 2019 წლის სტატისტიკა 

საქართველოს ტურიზმის ისტორიაში ვიზიტორთა უპრეცენდენტო რაოდენობა დაფიქსირდა, 2019 წლის განმავლობაში ქვეყანაში 9,357,964 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა. 2018 წელთან შედარებით, ზრდის ტემპი +7.8%-ითაა გაზრდილი. 

ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+7.2%), რუსეთიდან (+4.8%), სომხეთიდან (+7.6%) და თურქეთიდან (+5.3%) შედგა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან. საერთაშორისო ვიზიტების ზრდის კუთხით განსაკუთრებული ზრდით გამოირჩევიან ის ქვეყნები, სადაც ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აქტიური მარკეტინგული კამპანია გამართა. აღნიშნული ქვეყნებიდან სტუმრობის ზრდის ტემპი ასეთია – გერმანია +38.1%, პოლონეთი +32%, საფრანგეთი +28.4%, გაერთიანებული სამეფო +27.5%, ნიდერლანდები +25.8%…

„2019 წელი გამოირჩეოდა განსაკუთრებული სირთულეებით. მთავრობისა და კერძო სექტორის დაუღალავი მუშაობით ჩვენ ერთობლივად შევძელით აღმოგვეფხვრა ტურიზმის სექტორის წინაშე არსებული გამოწვევები. კერძო სექტორთან აქტიური, კოორდინირებული თანამშრომლობით დიდი სამუშაო გავწიეთ და შევიმუშავეთ ანტიკრიზისული გეგმა, ასევე, გავატარეთ მრავალი მნიშვნელოვანი აქტივობა, როგორიცაა მიზნობრივ ბაზრებზე ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ ცნობადობის ამაღლება, მაღალი ხარისხის ტურისტული პროდუქტის შექმნა, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და ახალი ინვესტიციების მოზიდვა. შედეგად 2019 წლის ბოლოს საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაში ისტორიული მაჩვენებელი დაფიქსირდა. 2019 წელს საქართველომ საერთაშორისო მოგზაურისა და ტურისტების რეკორდულ რაოდენობას უმასპინძლა. საქართველოში 9,357,964 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა. განსაკუთრებული ზრდა გვაქვს ევროკავშირის ქვეყნებიდან და ფაქტობრივად ყველა იმ ქვეყნიდან, რომელთა შესახებაც ჩვენ 2019 წლის დასაწყისში საჯაროდ განვაცხადეთ, რომ დავიწყებდით აქტიურ კამპანიებს.

მინდა გითხრათ, რომ წელს ვაგრძელებთ აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს და ყველა აქტივობას, რომ მოხდეს ქვეყნის ცნობადობის ამაღლება, ტურიზმისა და შემოსავლების გაზრდა, დასაქმების ხელშეწყობა.
ჩვენი მიზანია ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაცია, ახალი ბაზრების ათვისება, მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვა, ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნა, რომ ხელი შევუწყოთ ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართულ ბიზნესებს და ამ სფეროში დასაქმების მსურველებს,“-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.