ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის კომპლექსური რეაბილიტაცია დასრულდა

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის კომპლექსური რეაბილიტაცია დასრულდა.

ბაღის ტერიტორიაზე განახლდა არსებული შენობები, მოეწყო სასეირნო ბილიკები, ხელოვნური ტბა, ჰერბარიუმი. ბაღს დაემატა მცენარეთა ახალი ჯიშები.

​საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დახვეწის მიზნით, რეაბილიტაციის პროექტი ისტორიული პარკების ევროპული ქსელის მოწვეულ ექსპერტებთან ერთად, მათი მეთოდოლოგიური რჩევებით შემუშავდა.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, საქართველოს სხვა 4 ისტორიულ ბაღთან ერთად, ჩაერთო ევროსაბჭოს კულტურულ მარშრუტში.

ისტორიული ბაღების ევროპულ კავშირს საქართველო 2019 წელს შეუერთდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.