საქართველო რუმინეთში საქველმოქმედო ბაზრობაზე მონაწილეობდა

რუმინეთში საქართველოს საელჩომ ყოველწლიურ საშობაო საქველმოქმედო ბაზრობაში “IWA CHRISTMAS BAZAAR 2019” მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს სტენდთან წარმოდგენილი იყო ქართული წარმოების საკვები პროდუქცია, ალკოჰოლური და მინერალური სასმელები, წიგნები საქართველოს შესახებ და ქართული ტრადიციული ხალხური რეწვის ნიმუშები.
დღის ბოლოს, საელჩოს მიერ ქველმოქმედებისათვის მოზიდული თანხის ჯამმა დაახლოებით 800 ევრო შეადგინა, რაც სრულად გადაეცა რუმინულ საქველმოქმედო ორგანიზაციებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.