საქართველო ერევნის საქველმოქმედო ბაზრობაში მონაწილეობდა

ერევანის „დვინის“ საკონცერტო დარბაზში საერთაშორისო საქველმოქმედო საშობაო ბაზრობა იმართებოდა. ბაზრობა სომხეთის რესპუბლიკის საგარო საქმეთა სამინისტროსა და დიპლომატიური ასოციაცია “Welcome to Armenia”-ს ორგანიზებით ჩატარდა და მასში სომხეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციები მონაწილეობდნენ.

საქართველოს საელჩოს მიერ მოწყობილ სტენდზე წარდგენილი იყო ქართული ნაციონალური სამოსი, სუვენირები, ალკოჰოლური სასმელები და კერძები. საელჩოსთან თანამშრომლობით,  საქველმოქმედო ბაზრობაზე  ქართული ღვინის კომპანია „ქვიბარმა“ და ნაციონალური  სამოსის სახლი „ფაფანაკმა“ მიიღეს მონაწილეობა.

ქართული კუთხე სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზოჰრაბ მნაცაკანიანმა მოინახულა. საშობაო ბაზრობაზე შემოსული თანხა გადაეცა “Welcome to Armenia” ასოციაციას და უახლოეს მომავალში მიმართული იქნება  სამი საქველმოქმედო პროგრამის შესრულებაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები