McMafia  მერაბ ნინიძის მონაწილეობით საუკეთესო დრამატულ სერიალად დასახელდა

სერიალი McMafia, რომელშიც მერაბ ნინიძე მონაწილეობს International Emmy Awards-ის დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო დრამატულ სერიალად დასახელდა. პრიზი  სერიალის რეჟისორს ჯეიმს უოტკინსს და სერიალის შემოქმედებით გუნდს გადაეცათ.

ბრიტანული სერიალი McMafia ეკრანზე გასულ წელს გამოვიდა და მასში მთავარ როლებს ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე და ბრიტანელი ჯეიმს ნორტონი ასრულებენ.

International Emmy-ს დაჯილდოება 25 ნოემბერს ნიუ-იორკში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.