ოქსფორდის უნივერსიტეტში სემინარი „ქართული ხელნაწერები და ეპიგრაფიკული ტრადიცია: იდენტურობის ძიება შუა საუკუნეებში“ გაიმართა

ოქსფორდის უნივერსიტეტის წმინდა ენტონის კოლეჯში გაიმართა სემინარი „ქართული ხელნაწერები და ეპიგრაფიკული ტრადიცია: იდენტურობის ძიება შუა საუკუნეებში“.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო ოქსფორდის უნივერსიტეტში მოქმედი საქართველოს შემსწავლელი კვლევების პროგრამის მკვლევარი, ირინა ლობჟანიძე. სემინარზე სიტყვით გამოვიდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, ნინო დობორჯგინიძე, რომელმაც ისაუბრა ქართულ ხელნაწერებსა და ეპიგრაფიკულ ტრადიციებზე.

სემინარი საქართველოს შემსწავლელი კვლევების შესახებ, ტრადიციულად ოქსფორდის უნივერსიტეტისა და SRNSFG–ის ერთობლივი კვლევითი პროგრამის ფარგლებში ტარდება და ორგანიზებულია საქართველოს შემსწავლელი კვლევების პროგრამის (Georgian Studies Programme) წარმომადგენლების მიერ, რომლის ძირითადი მიზანია ბრიტანულ საზოგადოებაში ქართული კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები