ისრაელში ქართული კლასიკური პროზის მცირე ანთოლოგია – „ქართული მოთხრობები“ გამოსცეს

საქართველოს ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია  ისრაელის გამომცემლობა „ბახურ ბუქს“ -ის მფლობელებს იტაი ბახურსა და ხედვა როკახს შეხვდა.

წელს, საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით, ,,ბახურ ბუქს”-მა ქართული კლასიკური პროზის მცირე ანთოლოგია – „ქართული მოთხრობები“ გამოსცა, რომელშიც ილია ჭავჭავაძის, ვაჟა ფშაველას, ეკატერინე გაბაშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის, ნიკო ლორთქიფანიძის და ნოდარ დუმბაძის ივრითზე თარგმნილი რამდენიმე მოთხრობა შევიდა.

„ქართული მოთხრობა“ „ბახურ ბუქს“-ის მიერ ისრაელში, ქართული კლასიკური ლიტერატურის გამოცემის მეორე მცდელობაა (2018 წელს გამოიცა და გავრცელდა ვაჟა ფშაველას პოემის „ალუდა ქეთელაურის“ ორენოვანი ქართულ-ებრაული წიგნი). შეხვედრაზე ელჩმა და გამომცემლებმა ამ ისტორიული წიგნის ისრაელელი საზოგადოებისთვის წარდგენის ტექნიკური საკითხები და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.