ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვახტანგ მალაყმაძისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში ეროვნული ბიბლიოთეკის გამოცემის, ვახტანგ მალაყმაძისადმი (ჰაირი ჰაირიოღლუ) მიძღვნილი წიგნის, წარდგენა გაიმართა.

გამოცემის ავტორები არიან როზეტა გუჯეჯიანი, გიორგი ირემაძე და მირიან ხოსიტაშვილი. წიგნის შესახებ ისაუბრეს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ, დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა, პროფესორმა როზეტა გუჯეჯიანმა და თურქეთში მცხოვრებმა ქართველებმა.

XX საუკუნის თურქეთის რესპუბლიკის ეთნიკურ ქართველთა შორის გამორჩეული ადგილი უკავია ახმედ მელაშვილის თანამოაზრესა და თანამებრძოლს, საზოგადო მოღვაწესა და მეცნიერს ვახტანგ მალაყმაძეს, რომლის თურქული ოფიციალური გვარ-სახელია ჰაირი ჰაირიოღლუ.

გამოცემა მის მოღვაწეობას ასახავს.

ვახტანგ მალაყმაძის შვილის გადაწყვეტილებით, მამის არქივი ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები