The Case of Georgia’s NATO Integration. What is Next? – ბერლინის ლიტერატურის სახლში დისკუსია მოეწყო

ბერლინის ლიტერატურის სახლში გაიმართა დისკუსია თემაზე The Case of Georgia’s NATO Integration. What is Next? ღონისძიება ჩატარდა საქართველოსა და ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდული ასოციაციის (YATA) თანაორგანიზებით.

დისკუსიის ფარგლებში განხილეს საქართველოსა და ნატო-ს შორის არსებული თანამშრომლობა, ნატოში ინტეგრაციის გზაზე სხვადასხვა მიმართულებებით განხორციელებული რეფორმები და მიღწეული პროგრესი. ყურადღება დაეთმო შავი ზღვის რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და შავი უსაფრთხოების განმტკიცების კონტექსტში ნატო-ს როლს. მსჯელობა გაიმართა ასევე საქართველოს ნატო-ში სრული ინტეგრაციის სამომავლო პერსპექტივებზე, სადაც პანელის მონაწილეებმა წარმოადგინეს საკუთარი ხედვები.

დისკუსიის პოდიუმის სტუმრები იყვნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ნარდაია, ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როსარია პუგლისი და გერმანიის საგარეო პოლიტიკის საზოგადოების (DGAP) ტრანსატლანტიკური ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელი ჰენინგ რიკე. დისკუსიას მოდერაციას უწევდა YATA-ს წარმომადგენელი ლიზა იოჰანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები