ახალი ამბები

ქართული ღვინის დეგუსტაცია კორეის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში 

ქართული ღვინის დეგუსტაციის საღამო სამხრეთ კორეის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა (KBS) პირდაპირ ეთერში, საქართველოს შესახებ მომზადებულ ფილმთან ერთად გადასცა.

ფილმი ამავე ტელეკომპანიისა და კორეაში საქართველოს საელჩოს თანამშრომლობით განხორციელებული პროექტია, რომელიც ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და თანამედროვეობის შესახებ მოგვითხრობს.

საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, სეულში 14 ნოემბერს მოეწყო  ღვინისა და კერძების საღამო, რომელზეც  წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მრავალი სახეობა, მათ შორის, კორეაში ყველაზე პოპულარული – ქარვისფერი ღვინო.

საღამოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივი ენოლოგები და სომელიეებიც ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები

„საქართველოს ახალგაზრდა ელჩების“ შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა

Editor

„ღვინის ნულოვანი მერიდიანი“- ნანა ჯორჯაძის ფილმს აშშ-ში უჩვენებენ

Editor

ვარშავის აჯანყებაში მებრძოლი ქართველი გოგონა

Editor

ლაშა ოთხმეზური პირველი ქართველი ისტორიკოსია, რომელმაც “შატობრიანის სახელობის პრემია” მიიღო

Editor

მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგში თსუ 113 პოზიციით დაწინაურდა 

Editor

დიასპორული ორგანიზაციები ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩასართავად ერთიანდებიან

Editor