საბინა ჭანტურიას მორიგი წარმატება შვედეთში

შვედეთში მცხოვრებმა ქართველმა მომღერალმა და კომპოზიტორმა, საბინა ჭანტურიამ, პროდიუსერ კევინ ჯერვისთან ერთად, ლოს ანჯელესში, ახალი სიმღერა ‘’Fire and Flame’’ ჩაწერა, რომელმაც შვედეთში მალევე მოიპოვა პოპულარობა.

სიმღერის კლიპი ლოს ანჯელესში, ცნობილ სტუდია ‘’Studios 60’’ – შია გადაღებული, სადაც თავის დროზე, ისეთმა ცნობილმა მომღერლებმა გადაიღეს კლიპები, როგორებიც არიან: ლანა დელ რეი, ჯანეტ ჯექსონი, არიანა გრანდე და სხვები. საბინას ფანებს ამ სიმღერის მოსმენა შვედეთის ტელე და რადიო არხების გარდა ბრიტანეთის რადიოში ‘’Belter RadiO’’ შეუძლიათ.

საბინა ჭანტურია უახლოეს მომავალში კონცერტებს ევროპის ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოში გამართავს.

საბინა ჭანტურია შვედეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი და სიმღერების ავტორია. 2016 წელს შვედეთის მუსიკალურმა საგამომცემლო კომპანიამ “შვედეთის სიმღერებმა” (Swedish music publishing company – Sweden Songs) გამოსცა მისი უახლესი მუსიკალური ვიდეო, სიმღერაზე – “იტირე ჩემთვის” (Cry For Me), რომელიც აჟღერდა როგორც შვედურ, ასევე ქართულ და ამერიკულ რადიოარხებზე. 2014 წელს გამოვიდა მომღერლის სიმღერა “ობობას ქსელი” (Spiderweb), რომლის პროდიუსერი კევინ ჯერვისი (Kevin Jarvis) იყო. სიმღერის ქართული ვერსია სტუდია Bravo Records-თან თანამშრომლობით გამოიცა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები