ქართველი ემიგრანტების ამერიკულ საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამა დაიწყო

სამხრეთ კალიფორნიის ქართული კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრის მიერ, უპრეცედენტო ქართული პროექტი დაიწყო. ის „ქართული წარმოშობის მქონე ემიგრანტების ამერიკულ საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას“ ემსახურება.

პროექტის ფარგლებში, ერთი წლის განმავლობაში ჩატარდება სემინარები ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიც არის:

  • აშშ-ს საემიგრაციო კანონმდებლობის ბაზისური საკითხები;
  • კალიფორნიაში საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის ბაზისური საკითხები (არსებული დაზღვევის პროგრამების, სხვადასხვა პოლისების ხელმისაწვდომობისა და ა.შ.);
  • ჯანმრთელი ცხოვრების წესის ძირითადი პრინციპები;
  • ადგილობრივი ფინანსური რეგულაციების ბაზისური საკითხები;
  • სხვადასხვა თაობის ემიგრანტების მიერ აშშ-ში განათლების მიღების/გაგრძელების, პერსპექტიული სპეციალობების არჩევისა და პროფესიული კარიერის სწორი დაგეგმვის საკითხები.

სამხრეთ კალიფორნიაში მოქმედი ქართული ცენტრის ეს ინიციატივა ემსახურება რეგიონში მცხოვრები თანამემამულეებისადმი კვალიფიციური დახმარების გაწევის მიზანს, ამ ადამიანებისათვის ამერიკაში ახალი ცხოვრების დაწყების პერიოდში.

პირველმა საგანმანათლებლო სემინარმა ქალაქ Burbank-ში გუშინ წარმატებით ჩაიარა.

სემინარის სპიკერი იყო თინა ზედგინიძე, იურისპრუდენციის დოქტორი. თინა კალიფორნიაში ლიცენზირებული, გამოცდილი საიმიგრაციო ადვოკატია. მან დაამთავრა University of Minnesota Law School. ამჟამად ის მუშაობს იურიდიულ ფირმა Jackson & Hertogs-ში. სემინარი კიდევ ერთი სპიკერმა გახსნა –  იურისპრუდენციის დოქტორმა მიხეილ მდინარაძემ.  ის კალიფორნიაში ლიცენზირებული სამოქალაქო ადვოკატია. დაამთავრა Southwestern Law School ლოს ანჯელესში. მიხეილ მდინარაძე ასევე არის სამხრეთ კალიფორნიის ქართული კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი და საბჭოს წევრი.

პირველი საგანმანათლებო სემინარის მსვლელობისას გაიმართა გამომცემლობა “Rustaveli Publishing” -ის უახლესი წიგნების პრეზენტაციაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.