ახალი ამბები

არგენტინაში მოღვაწე ქართველი ხელოვანის პერსონალური გამოფენა თბილისში გაიხსნება

6 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი უმასპინძლებს არგენტინაში მცხოვრები, ქართველი ხელოვანის გოჩა გაიოსის (შათირიშვილი) მხატვრული ნამუშევრების და გამოცემების პერსონალურ გამოფენას. 

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება გოჩა გაიოსის მიერ, ბუენოს აირესში უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში შექმნილი, ქართული ავანგარდის ლეგენდარული წარმომადგენლების მხატვრული გამოცემები. მათი ტირაჟი თითო ცალია. ნამუშევრები ეძღვნება ქართველ ავტორებს, მწერლებს, განსაკუთრებით კი 20-იანი წლების ავანგარდისტი მწერლების ნაწარმოებებს. ეს უნიკალური გამოცემები მხატვრულად გოჩა გაიოსის მიერაა გაფორმებული.

ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, საზოგადოება აღნიშნული გამოცემების ნახვას, მხოლოდ ამ გამოფენაზე შეძლებს. ღონისძიებაზე მოსულ დამთვალიერებელს სიურპრიზიც ელის.

გოჩა გაიოსი უკვე მრავალი წელია მოღვაწეობს არგენტინაში და სხვადასხვა ქვეყანაში მართავს გამოფენებს.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოფენა 18:00 საათზე გაიხსნება. დასწრება თავისუფალია.

სხვა სიახლეები

დიდი ბრიტანეთის სავიზო ცენტრი თბილისში მუშაობას 29 ივნისიდან განაახლებს

Editor

სტამბოლში ქართულ დიასპორასთან შეხვედრა გაიმართა

Editor

ქართული გალობის ანთოლოგია პრინსტონის უნივერსიტეტს საჩუქრად გადაეცა

Editor

„ჰოვანეს თუმანიანი და საქართველო“

Editor

„მე ჯარისკაცი ვარ და ჩემი თავი, ჩემი თითოეული გამარჯვება სამშობლოსია”

Editor

ლევან აბაშიძე – “სიყვარულზე შეყვარებული ბიჭი” დღეს 57 წლის გახდებოდა

Editor